Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით

ძვირფასო სტუდენტებო,

 

გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი დაიწყება 2025 წლის 10 მარტს (იხ. თსუ რექტორის N206/01-01 ბრძანება).

 

ამასთან ერთად, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია აკადემიური პროცესის ვადებთან დაკავშირებით:

 

  • სალექციო მეცადინეობების ცხრილი იურიდიული ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება მიმდინარე წლის 4 მარტს, 15:00 საათზე;
  • სალექციო ნაკადების არჩევას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ 6 მარტს, 13:00 საათიდან;
  • სტუდენტთა მოთხოვნისა და საფაკულტეტო რესურსების გათვალისწინებით საგნებზე ადგილები დაემატება - 7 მარტს, 15:00 საათზე;
  • სამუშაო ჯგუფების (სემინარები) ცხრილი იურიდიული ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება - 13 მარტს 13:00 საათზე;
  •  სამუშაო ჯგუფებზე (სემინარები) რეგისტრაცია დაიწყება - 14 მარტს 13:00 საათიდან;
  • უცხო ენებს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ირჩევენ სამუშაო ჯგუფებთან (სემინარები) ერთად 14 მარტს 13:00 საათზე;
  • მაგისტრატურის საფეხურზე სალექციო ნაკადებზე რეგისტრაცია დაიწყება 7 მარტს 13:00 საათზე;
  • დოქტორანტურის საფეხურზე სალექციო ნაკადებზე რეგისტრაცია დაიწყება 5 მარტს 15:00 საათზე.
  • სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე ქულის გაუმჯობესების მიზნით, შეუძლიათ მოგვმართონ UNI.TSU.GE ბაზიდან, კატეგორია - ,,საგნის გაუმჯობესება“ მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ გასაუმჯობესებელი საგნისთვის საჭირო კრედიტი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 10 მარტისა.
  • დამატებით სემესტრზე რეგისტრაციის მსურველმა სტუდენტებმა არაუგვიანეს 10 მარტისა უნდა მოგვმართონ UNI.TSU.GE ბაზიდან, კატეგორია „დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია“. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სასურველი კრედიტების რაოდენობა.
  • სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო დისციპლინების არჩევა, რეგისტრაცია დაიწყება - 7 მარტს 17:00 საათზე.

 

თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, ასევე, აკადემიური რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ კომუნიკაციის ფორმალური საშუალებები და დადგენილი წესით მოგვწეროთ UNI.TSU.GE ბაზიდან, კატეგორია - ,,აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“.

 

გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება - „prior in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი). ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად. ამასთან, არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე.

 

იურიდიული ფაკულტეტი მოგმართავთ თხოვნით, გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის (უპირატესად ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფორმაციის დროული მიღება.

 

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებულ სემესტრს!